მიხეილ სარჯველაძე - ივანიშვილისთვის სანქციების დადების საფუძველი არ არსებობს, პრე-სასანქციო სიაზე საუბარი სრული ნონსენსი და აბსურდია

ივანიშვილისთვის სანქციების დადების საფუძველი არ არსებობს, პრე-სასანქციო სიაზე საუბარი სრული ნონსენსი და აბსურდია, ნახევრადფეხმძიმობას ჰგავს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის განცხადებებს, რომ ბიძინა ივანიშვილს დასავლეთში ეჭვის თვალით უყურებენ და შესაძლოა, მას სანქციები ემუქრებოდეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველი გუნდის კითხვები შვეიცარიული ბანკის მხრიდან ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხების თაობაზე ლეგიტიმურია და ისინი ამ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ.

„კითხვები დაისვა და ეს ლეგიტიმურია. სანქციები ხომ არ არის დაწესებული, ხომ ყველამ ვიცით ეს? სანქციების დაწესების საფუძველი რა არის, ესეც ხომ ყველამ ვიცით და ასეთი არ არსებობს. (რუსეთთან) შენარჩუნებული კავშირები - ასე არ ხდება, ამ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც ვინმე შეიძლება ახორციელებდეს, მაგრამ სანქციები დაწესებული არ არის და ამის მიუხედავად, რაღაც შეფერხებები არსებობს სრულიად ლეგიტიმურ და კანონიერ ტრანზაქციებში, რამ შეიძლება იქონიოს ამაზე გავლენა? ის, რომ ვინმე ფიქრობს სანქციების გავრცელებას, ასე ხომ არ იქნება? აქ საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთზე, რომ ეს შეიძლება იყოს - გნებავთ შანტაჟი დავარქვათ, გნებავთ ვაჭრობის დაწყების სურვილი. უმჯობესია, ყველამ ახსნას საკუთარი ქმედება, კუთვნილი თანხის გადარიცხვაზეა საუბარი, რომელზეც იყო შეფერხება, თუ ვინმეს ეჩვენება, რომ მიზეზი არის პრე -სასანქციო სია, ეს ცოტა უცნაურად ჟღერს. სანქციების საფუძველი არ არსებობს. მარტივად შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტები და წინაპირობები, რა შეიძლება იყოს სანქცია. ვერც ერთ საფუძველს ვერ ნახავთ, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დაუკავშირდეს ბიძინა ივანიშვილს რაიმე სანქცია. ყველაზე ცუდი პასუხია და არაკვალიფიციური რომ ეჭვით უყურებენ ივანიშვილს, რაც შეიძლება ოპოზიციას ეთქვა ან ვინმეს შეუძლია მითხრას რა არის წინასასანქციო სია?! გამორიცხეთ ასეთი რამ. მე რომ მივიდე და გადავრიცხო ჩემი კომუნალური გადახდა და ბანკმა მითხრას, ეს გადარიცხვა შეზღუდულია, რადგან პრესასანქციო სიაში ხარო, ამას არავინ დაიჯერებს, სრული ნონსენსი და აბსურდია, ნახევრადფეხმძიმობას ჰგავს დაახლოებით,"- განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო