თელავის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქალაქ თელავსა და სოფელ რუისპირში ახალი, ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნები მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთვარელიშვილთან, საფეხბურთო კლუბ ,,თელავის,, ფეხბურთელებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

მათივე ცნობით, მერმა მოედანზე შეკრებილ ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა.

თელავის მერის თქმით, ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 302 120 ლარი დაიხარჯა.

,,ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. ამ მოედანზე შეკრებილ ბავშვებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დავპირდი სტადიონის მოწყობას და პირობა შევასრულე. ბავშვებს საფეხბურთო კლუბ ,,თელავის,, ფეხბურთელებიც შეხვდნენ და სპორტული ინვენტარიც გადავეცით. ორივე ლოკაციაზე მინი მოედნების მოწყობის სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა”, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უახლოეს მომავალში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში კიდევ ერთი მინი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა