ვოლოდიმირ ზელენსკი - ფინეთის პრეზიდენტი პუტინთან „აზოვის" მებრძოლების ევაკუაციის საკითხს განიხილავს - ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ადამიანისათვის, მიცვალებულებსაც არ დავტოვებთ იქ

ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან „აზოვის" მებრძოლების „აზოვსტალიდან" ევაკუაციის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელკომპანია Rai 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ საკითხის გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ფინეთის პრეზიდენტის შუამდგომლობა ამ საკითხის მოგვარებაში დაეხმარება.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, იმაზე მეტსაც კი, ვიდრე შესაძლებელია. არ უნდა გავჩერდეთ, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ადამიანისათვის. ახლა კი საკითხი ეხება დაჭრილებს, ცოცხლებს და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მიცვალებულებსაც არ დავტოვებთ იქ, რადგან მათ ელიან მათი მამები, ცოლები, ქმრები. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ცოცხალი ადამიანისათვის", - განაცხადა მან.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ