ხატია დეკანოიძე - განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული!

განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძე „შემაშფოთებელს“ უწოდებს, რომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელშიც უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობენ, საქართველო წარმოდგენილი არ არის.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რატომ არ იყო მიწვეული, ხოლო თუ მიიწვიეს, რატომ არ წავიდნენ.

„საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ არის, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ იგივე უსაფრთხოების გამოწვევები გვაქვს, იგივე ოკუპაცია გვაქვს და რა თქმა უნდა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც აქვთ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე, ერთად უნდა იყვნენ.

შემაშფოთებელი საკითხია და იმედია, ხელისუფლება განმარტებას გააკეთებს - რატომ ხდება, რომ უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები „დიდი შვიდეულის“ შეკრებაზე იმყოფებიან და იქ საქართველოს წარმომადგენელი არ არის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეხვედრას სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე მართავენ.

Sky News-ის ინფორმაციით, უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში, მაგრამ ექსპორტი შავ ზღვაში რუსეთის ყოფნის გამო შეფერხებულია.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ამასთან, Sky News-ი წერს, რომ შეხვედრას დაესწრებიან უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმ შეშფოთების ფონზე, რომ არსებობს მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების საფრთხე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ხატია დეკანოიძე - განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული!

განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძე „შემაშფოთებელს“ უწოდებს, რომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელშიც უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობენ, საქართველო წარმოდგენილი არ არის.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რატომ არ იყო მიწვეული, ხოლო თუ მიიწვიეს, რატომ არ წავიდნენ.

„საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ არის, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ იგივე უსაფრთხოების გამოწვევები გვაქვს, იგივე ოკუპაცია გვაქვს და რა თქმა უნდა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც აქვთ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე, ერთად უნდა იყვნენ.

შემაშფოთებელი საკითხია და იმედია, ხელისუფლება განმარტებას გააკეთებს - რატომ ხდება, რომ უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები „დიდი შვიდეულის“ შეკრებაზე იმყოფებიან და იქ საქართველოს წარმომადგენელი არ არის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეხვედრას სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე მართავენ.

Sky News-ის ინფორმაციით, უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში, მაგრამ ექსპორტი შავ ზღვაში რუსეთის ყოფნის გამო შეფერხებულია.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ამასთან, Sky News-ი წერს, რომ შეხვედრას დაესწრებიან უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმ შეშფოთების ფონზე, რომ არსებობს მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების საფრთხე.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი