"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო

"ლიბერთიმ" მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია ,,ბიზნეს დიალოგი“ დაიწყო. პირველი შეხვედრა კახეთის რეგიონში გაიმართა და "ლიბერთი", პარტნიორებთან ერთად, აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

"ბიზნეს დიალოგის" მოწვეული სპიკერები იყვნენ "ლიბერთის", სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

"ლიბერთის" ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში შევხვდებით აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

"ლიბერთის" ახალი სტრატეგია - პორტფელის დივერსიფიკაციას, ახალი სეგმენტების მოზიდვას და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას ითვალისწინებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ღია დიალოგის ფორმატში ვესაუბროთ მათ, გავიგოთ მათი საჭიროებები და ასევე, დავანახოთ მათ შესაძლებლობები. ასეთი შეხვედრები "ლიბერთისთვის" ახალი ფორმატია ბიზნესის ხელშეწყობისა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით“, - აცხადებს "ლიბერთის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი, ვაჟა მენაბდე.

"ლიბერთი" ,,ბიზნეს დიალოგის" შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

(R)

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა