პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. მისი თქმით, ქალაქ ოზურგეთში 1.9 მილიონი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„დაგეგმილია ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის, მათ შორის 2 შენობის განახლება.

გარდა ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2.6 მილიონ ლარს შეადგენს. დაგეგმილია პარკის სრული რეაბილიტაცია, ატრაქციონების, განათებების, წყალარინების მოწყობა, ასევე ამფითეატრისა და კაფის მშენებლობა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა