პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად რეაბილიტირებული ოზურგეთის  პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის მეთაურმა სკოლის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და პედაგოგებს გაესაუბრა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი შენობა ამ დრომდე არ ჰქონია.

800 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას აქვს გარე სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი. შენობებში დამონტაჟებულია გათბობისა და წყალმომარაგების, სისტემები და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის.

პროექტის რეაბილიტაციისა და ტექნიკური აღჭურვისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე გამოიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო