იუსტიციის სამინისტრო - „მობილური იუსტიციის სახლი" უკვე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება

იუსტიციის სამინისტროს წარმატებული პროექტის − „მობილური იუსტიციის სახლის" გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის მცხეთა-მთიანეთის 5 სოფელსა და მათ შემოგარენში მდებარე სოფლების 17 000-ზე მეტ მომხმარებელს 470-მდე სერვისს მიაწვდის. წეროვანის დასახლებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები მობილური იუსტიციის სახლის მომსახურების მიღებას საცხოვრებელ ადგილას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივმა მოსახლეობამ იუსტიციის სახლის სერვისები პირადად იუსტიციის მინისტრისაგან მიიღო. რატი ბრეგაძემ წეროვანში მცხოვრებ მარიამ ჭულუხაძეს შვილის დაბადების მოწმობა გადასცა. მინისტრთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები თამარ ტყეშელაშვილი და ერეკლე ღვინიანიძე, აგრეთვე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა- მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„დღეს ჩვენ წარვადგინეთ მე-6 მობილური იუსტიციის სახლი. მოხარული ვართ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე მიიღონ ყველა ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მოქალაქეებს", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

„მობილური იუსტიციის სახლი" იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს. პროექტი 2021 წლის აგვისტოში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს მოიცავს.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა