რატი ბრეგაძემ რეგიონებში თანამშრომლებთან მომსახურების განვითარების პერსპექტივები განიხილა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და ერეკლე ღვინიანიძე გორის იუსტიციის სახლსა და გომის საზოგადოებრივ ცენტრში იუსტიციის სამინისტროს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

რატი ბრეგაძე ცენტრის სამუშაო პროცესს ადგილზე დააკვირდა და თანამშრომლებისა და მომხმარებლების საჭიროებებს გაეცნო.

„იუსტიციის მინისტრმა გომის საზოგადოებრივი ცენტრისა და გორის იუსტიციის სახლის მენეჯმენტს მომსახურების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით კონკრეტული დავალებები მისცა და ამ მიმართულებით სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა