სამეგრელო-ზემო სვანეთი კონკურსში ,,სუფთა რეგიონი" ოთხი ნომინაციის მფლობელი გახდა

ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტები კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021"-ის გამარჯვებულები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონიალზე ზუგდიდი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა, მესტია ყველაზე სუფთა დაბად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭკადუაში ყველაზე სუფთა სოფლად, ხოლო ნომინაცია „ლამაზი ეზოს" გამარჯვებული ზუგდიდის სოფელ ცაიშში ბესიკ პერტაიას ეზო გახდა.

მათივე ინფორმაციით, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადაეცა ქალაქ ფოთში ეზოს მფლობელს ბორის პაპასკუას, ააიპ ზუგდიდის დასუფთავების ხელმძღვანელს ნუგზარ მალაშხიას, ააიპ ზუგდიდის დასუფთავების ზედამხედველობის და კონტროლის სამსახურს, ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია DREAMERS წარმომადგენელს პაატა გოგოხიას, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის აღმასრულებელი მდივანს - სოფიო კონჯარიას, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარეს ილარიონ ფიფიას.

„დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა. კონკურსი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები" ორგანიზებით გამოცხადდა. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის წევრები, შვედეთის საელჩოს და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს