პენტაგონი - აშშ მუშაობს ფინეთსა და შვედეთთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის უკეთ გასაგებად

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის უკეთ გასაგებად.

„თურქეთი ნატო-ს ღირებული მოკავშირეა, ეს არ შეცვლილა. ისინი ჩართულები არიან რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის დაწყების მცდელობაში და მათ დახმარება გაუწიეს უკრაინას. ასე რომ, ალიანსში მათ პოზიციაში არაფერი იცვლება“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.

ამასთან, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი "მუშაობს თურქეთის პოზიციის გარკვევაზე.“

„იდეამ, რომ ეს ორი ქვეყანა ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, ფართო მხარდაჭერა მიიღო ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან", - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ თურქეთი დადებითად განწყობილი არ არის.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე