კახეთს ზედიზედ მეოთხედ სუფთა რეგიონის სტატუსი მიენიჭა

დღეს, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი" დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი" მიერ.

„სუფთა რეგიონის“ კონკურსზე, ზედიზედ მეოთხედ კახეთს „სუფთა რეგიონის" სტატუსი მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონიაზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა.

„მაქვს პატივი, სრულიად კახეთის სახლით მივიღო „სუფთა რეგიონის“ ჯილდო და კახელების სახელით მადლიერება გამოვხატო. დაგეგმილი მაქვს, ამ ღონისძიების შემდეგ, რომ დავბრუნდები კახეთში, მასშტაბურად შევკრიბო კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურების მეეზოვეები და ეს ჯილდო პირადად მივულოცო. რადგან ეს ჯილდო ეკუთვნის თოთოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავს ჩვენს რეგიონში ჯანსაღი, სუფთა გარემოს შექმნაზე.

მოდის ტურისტული სეზონი და კახეთი მოწოდების სიმაღლეზე დახვდება რეგიონში ჩამოსულ ვიზიტორებს. სუფთა რეგიონის სტატუსი კი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ რეგიონი ყოველწლიურად კიდევ უფრო სუფთა და მიმზიდველი გავხადოთ“, - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა