მოჭიდავე ანზორ ქიბროწაშვილის გამარჯვების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

გორელი ძიუდოისტის, ანზორ ქიბროწაშვილის მიერ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებიდან 60 წელი გავიდა, აღნიშნულ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გორში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები, ჩემპიონის ოჯახის წევრები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ჩემპიონის როგორც ცხოვრებასა და სპორტულ კარიერაზე, ასევე მის როლზე ქართული ძიუდოს განვითარებაში.

ანზორ ქიბროწაშვილი ოქროს მედლის მფლობელი 1962 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ ესენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გახდა. ის იყო პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მისმა წარმატებამ, ჩვენს ქვეყანაში სპორტის აღნიშნული სახობა პოპულარული გახადა. მას შემდეგ, ქართველი ძიუდოისტები წარმატებით ასპარეზობენ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე.

ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს