ზესტაფონში მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მრევლის ნაწილი რეზიდენციის კარის აჭედვას ცდილობდა

ზესტაფონში მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის, მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქცია გაიმათა. მრევლის ნაწილი რეზიდენციის კარის აჭედვას ცდილობდა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პროტესტის მონაწილეების განცხადებით, მეუფე სოდომურ ცოდვაში მხილებულ პირებს მღვდლებად აკურთხებს, რაც მათთვის შეურაცხმყოფელია. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მეუფემ ეპარქია დატოვოს.

მსგავსი ბრალდებით მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქცია რამდენჯერმე გაიმართა. ბრალდებებს არ ადასტურებს მეუფე მელქისედეკი. მისი თქმით, ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ მართული აქცია და მათ პასუხი საპატრიარქომ გუშინდელი განცხადებით გასცა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები სასაუბროდ გუშინ დაიბარა, თუმცა მათ შეხვედრა არ ისურვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აცხადებს, რომ ინფორმაცია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის დასჯისა და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ ​შეესაბამება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა