ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფინეთში მზად არიან რუსეთის მხრიდან შესაძლო მოქმედებებისთვის ნატო-ში გაწევრიანების გაცხადებული პოზიციის გამო

ფინეთში მზად არიან რუსეთის მხრიდან შესაძლო მოქმედებებისთვის ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გაცხადებული პოზიციის გამო. ამის შესახებ ფინეთის ევროპულ საქმეთა და ქონების მართვის მინისტრმა ტიტი ტუპურაინენმა Sky News-ის ეთერში განაცხადა.

„პანიკა აბსოლუტურად არ არის და ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ვემზადებით ყველა შესაძლო მოქმედებისთვის და ეს ეხება ჩვენს პირად გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ფინეთისთვის უკვე დროულია შეიძინოს ახალი პარტნიორები და მოკავშირეები, ამასთან, მინისტრის თქმით, ფინეთი არ აპირებს არავის პროვოცირებას. ამასთან, როგორც ტიტი ტუპურაინენმა აღნიშნა, ფინეთის გადაწყვეტილება ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შედეგია.

„დამნაშავე პუტინია და ეს მისი თამაშის ერთ-ერთი შედეგია“,- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მის მუქარებში ახალი არაფერი არ არის.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის