სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე

ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების პროცესში, კომპანიებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სათანადო იურიდიული მხარდაჭერა. იმისათვის, რომ კომპანიის საქმიანობა იურიდიული რისკებისგან დაზღვეული იყოს, საჭიროა სათანადო პარტნიორის ყოლა.

სწორედ ამიტომ, კომპანია კოლიერსმა სერვისების არეალი გააფართოვა და მომხმარებლებს სხვა კონსალტინგ სერვისებთან ერთად, უკვე იურიდიულ მომსახურებასაც სთავაზობს. კოლიერსისთვის იურიდიული სერვისის გაწევა ახალი გამოცდილება არაა, რადგან კოლიერსის სამართლის ექსპერტები სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით წლებია წარმატებით ახორციელებენ ანალოგიური სერვისების მიწოდებას.

Colliers Legal-ის სერვისები მხოლოდ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მომსახურებას არ გულისხმობს და სერვისების ფართო სპექტრს მოიცავს. კოლიერსის იურიდიული კონსალტინგი ფარავს საკორპორაციო, საბანკო, ფასიანი ქაღალდების, საფინანსო, ვალდებულებით, სახელშეკრულებო თუ ადმნისტრაციულ სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს.

სერვისის მიწოდებას სამართლის ექსპერტები ახორციელებენ. კომპანიის მმართველ პარტნიორებს 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ ბიზნესისთვის კონსულტაციის გაწევასა და სასამართლო დავებში, ისევე როგორც აკადემიურ საქმიანობაში, რაც სერვისის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გარანტიაა. მომსახურება სრულადაა მორგებული მომხმარებლების ბიზნეს-ინტერესებზე, Colliers Legal-ის სამართლის ექსპერტები კი მზად არიან მათ დასაცავად სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციასა თუ ტრანზაქციების დაგეგმვისა და განხროციელების პროცესში.

Colliers Legal-ის სერვისის კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს კოლიერსის გლობალურ გუნდთან კოლაბორაციაც. იქიდან გამომდინარე, რომ კოლიერსი საერთაშორისო კომპანიაა, იურიდიული სერვისის დანერგვით კომპანია ხდება გლობალური სამართლის ექსპერტების ქსელის წევრი. აღნიშნული კოლაბორაცია დამატებითი სარგებელი და უპირატესობაა საერთაშორისო დავებისა თუ ტრანზაქციების განხორციელების პროცესში, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოიძებნება კოლიერსის სამართლის ექსპერტი, რომელიც მზადაა ჩაერთოს სამუშაო პროცესში, თქვენი ინტერესების დასაცავად.

უნდა აღინიშნოს რომ, Colliers Legal-ის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია, მომხმარებლებს კი საშუალება აქვთ მიანდონ საკუთარი ინტერესების დაცვა მაღარლკვალიფიციურ ექსპერტებს, რათა უზრუნველყონ მათი ბიზნესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

www.colliers.com/en-ge/services/legal | +995322224477 | georgia@colliers.ge

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა