გორში ტელეკომპანია „მთავარი არხის” მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ტელეკომპანია „მთავარი არხის” მხარდამჭერი აქცია გაიმართა გორის ცენტრში. აქციის მონაწილე მედიის წარმომადგენლები და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ მათი მოსაზრებით, გვარამიას იმ კრიტიკული სიუჟეტების გამო მიუსაჯეს პატიმრობა, რაც „მთავარი არხის“ ეთერში გადიოდა.

„დღეს, „ქართული ოცნების“ მოსამართლემ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და შესაბამისად, ნიკა გვარამია გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ებრძვის თავისუფალ მედიას და თავისუფალ სიტყვას, სწორედ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ აქ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კახაბერ ლობჟანიძემ.

„ვთვლი, რომ დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისიანია, მე აქ მოვედი ჩემი კოლეგების სოლიდარობის ნიშნად და შევუერთდი ამ აქციას“, - განაცხადა „ტვ მონიტორინგის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა გაბლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა