შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობასა და მასში მონაწილეობაში მსჯავრდებული ორი არასრულწლოვანი სასამართლოში ხელახლა დაიკითხება

გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობასა და მასში მონაწილეობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნებიდან ორი - გიორგი მერებაშვილი და ლაშა შერმადინი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა დაიკითხება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატების განცხადებით, მერებაშვილმა და შერმადინმა შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობა აღიარეს.

სწორედ აღნიშნული ჩვენებიდან და საქმეში არსებული ახალი გარემოებიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების ადვოკატებმა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს გიორგი მერებაშვილი და ლაშა შერმადინი, რის შემდეგაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათი მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო სათათბიროდ იყო გასული, გადაწყვეტილება კი დღეს გამოცხადდა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაზე მსჯავრდებულები არიან - არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ., და ა.ქ,.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს