ბოლნისის მერიის მხარდაჭერით, „ბოლნისის აგროცენტრმა“ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა ქვემო ქართლის რეგიონიდან „ბოლნისის აგროცენტრმა“ მიიღო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცნობით, აგროცენტრმა დამთვალიერებელს ცენტრში არსებული სერვისებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოფენის სტუმრებს აგროცენტრის სტენდთან ასევე ბოლნისურ საოჯახო მარნებში წარმოებული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

აღნიშნული ღონისძიება საზეიმოდ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა გახსნა. გამოფენას ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბუბა გობეჯიშვილი დაესწრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა