ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა

ექსკლუზიური ბრენდები, იტალიაში მოღვაწე ქართველი არქიტექტორ-დიზაინერის თამარ ქინქლაძის მიერ შექმნილი ინტერიერი - შოპინგის მოყვარულებისთვის ახალი მაღაზია „სენსი“ ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში გაიხსნა.

მაღაზია „სენსი“ ბაზარზე 1 წლის წინ ერთი ბრენდით შემოვიდა, დღეს კი რამდენიმე ისეთ ბრენდს აერთიანებს, რომლებიც მათი ექსკლუზივია და სხვაგან ვერ ნახავთ, ასეთებია, მაგალითად: ვივიენ ვესტვუდი, ლა პერლა და კიდევ ბევრი სხვა. ერთ სივრცეში შესაძლებელია როგორც ტანსაცმლის, აქსესუარების, ასევე სახლის დეკორისთვის სასურველი ნივთის შეძენა. მაღაზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სალი პატარაია აღნიშნავს,რომ მაღაზიის გახსნის იდეა 1 წლის წინ გაუჩნდა და მთავარი მიზანი ერთ სივრცეში სხვადასხვა ბრენდის გაერთიანება იყო.

მაღაზია რომ ყველა მსურველის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის მზად არის, მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალიც მიგანიშნებთ. „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში შესვლისას მაღაზიაში კარის გარეშე მოხვდებით. დეტალებს რომ დიდი დატვირთვა აქვს, ინტერიერიც და ექსტერიერიც კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს. მაღაზიის სახელს კი თავისი ისტორია აქვს და ინგლისურ სიტყვას „სენსითივ“, ანუ მგრძნობიარეს, შეგრძნებებს უკავშირდება.

ექსკლუზიურად გახსნის დღისთვის მაღაზია „სენსიში“ ქალის თეთრეულის ბრენდები „აგენტ პროვოკატორი“ და „ლა პერლა“ იყო წარმოდგენილი. აღნიშნული ბრენდები სტუმრებს ყაზახეთიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა წარმომადგენელმა სვეტლანა კისლიცინამ გააცნო. როგორც სვეტლანა ამბობს, მაღაზიაში წარმოდგენილი აქვთ რამდენიმე პრემიუმ ბრენდი:

„ძვირადღირებული კოლექციები, თეთრეული, ტანსაცმელი და საზღვაო კოლექცია. პირველ რიგში არის ტოპ ბრენდი „ლა პერლა“, მთელ მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი და ასევე, „აგენტ პროვოკატორი“, რომელიც არის ქალის თეთრეულის ყველაზე ცნობილი ბრენდი და რომლის ქონაც საკუთარ გარდერობში ნებისმიერ ქალბატონს ენდომება,“ - აღნიშნა სვეტლანა კისლიცინამ.

1 წლის წინ მაღაზიის ისტორია ერთი ბრენდით დაიწყო, ახლა კი უკვე რამდენიმე ბრენდს აერთიანებს, რომელთა რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზარდება. „სენსის“ მაღაზიებს, სავარაუდოდ, მომხმარებელი მალე ქუთაისსა და ბათუმშიც ნახავს. მანამდე კი მრავალფეროვანი ბრენდები ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში გელოდებათ. მაღაზიის გახსნაზე მისულმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ განახლებული კოლექციები დახვეწილი, არაორდინალური და ექსკლუზიური ნივთების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

შეგახსენებთ, მაღაზია „სენსი“ ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში გაიხსნა. მაღაზია ერთ სივრცეში აერთიანებს ცნობილ ბრენდებს, რომელთა პროდუქციის შეძენა სასიამოვნო გარემოში და ევროპულთან მიახლოებული ფასებით არის შესაძლებელი.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა