დავით გაბაიძე - უმაღლესმა საბჭომ ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა შეასრულა

უმაღლესმა საბჭომ ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა შეასრულა, დარჩენილ მცირე ნაწილზე კი მიმდინარეობს მუშაობა, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

დავით გაბაიძემ წარმოადგინა, ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშის პროექტი, საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებები, საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხები.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლის , დავით მაისურაძის შეფასებით, უმაღლესმა საბჭომ წარმატებით შეასრულა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები, ამასთან, საკანონმდებლო ორგანო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან.

“სხდომას ZOOM პლატფორმის მეშვეობით ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი ირინე ურუშაძე, რომელმაც სხდომის მონაწილეებს მიმდინარე სამუშაო პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია.

დისკუსიების შემდეგ, წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით, სხდომის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ღია მმართველობის საბჭოს 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშის პროექტს. სხდომაზე ასევე დამტკიცდა ღია მმართველობის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის განახლებული შემადგენლობა.

ერთობლივი სხდომის შეჯამებამდე, დავით გაბაიძემ მონაწილეებს ღია მმართველობის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური ღიაობის ინიციატივები ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა