მარნეულში შოთა რუსთაველის დღე აღინიშნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ მარნეულში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის დღე აღინიშნა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, საქართველოს პარლამენტის მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ტარიელ მამედოვი და როვშან ისკანდაროვი ესწრებოდნენ.

„მარნეულის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ლექცია-სემინარი შოთა რუსთაველის ფენომენის შესახებ, სადაც ფილოლოგმა და პედაგოგმა მაკა ელბაქიძემ ისაუბრა ვეფხისტყაოსანზე შუასაუკუნეების აღმოსავლური ლიტერატურის კონტექსტში, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა კი შოთა რუსთაველის ფენომენი განიხილა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ მარნეულის მუნიციპალურ ბიბლიოთეკას კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული 30-მდე დასახელების წიგნი გადასცა. მოწვეულმა სტუმრებმა მარნეულის კულტურის სახლის ფოიეში მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე გამოცემული ვეფხისტყაოსნის გამოფენა დაათვალიერეს, რის შემდეგაც მეთოჯინე არმენ ოვანესიანის თოჯინურ პერფორმანსს დაესწრნენ.

დასკვნით ნაწილში, მარნეულის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ანსამბლის „დიდგორი" კონცერტი, რომლის დაწყებამდე სტუმრებს სიტყვით მიმართა და რუსთაველის დღის შესახებ ისაუბრა ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ. ასევე, ნაჩვენები იყო ქართველი ხელოვანების მიერ შოთა რუსთაველის პოემის კითხვის ამსახველი აუდიო-ვიზუალური (ილუსტრაციები) კოლაჟი. კონცერტის მსვლელობისას აშუღმა ნარგილე მეხტიევამ შეკრებილ საზოგადოებას აშუღური პოეზიის ნიმუშები წარუდგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა