„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ, მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და COVID-19-მდე არსებულ მაჩვენებელს გადააჭარბა, - ამის შესახებ „გალერეა დემასის“ იმპორტისა და გაყიდვების კოორდინატორმა დიმიტრი ჭრელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 4-თვიანმა სრულმა „ლოქდაუნმა“ ბიზნესზე შესამჩნევი ზეგავლენა მოახდინა, დღეს, გაყიდვები სრულად აღდგა და მოთხოვნა სარემონტო და მოსაპირკეთებელ მასალებზე მნიშვნელოვნად იზრდება.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია სლებების - დიდი ზომის მოსაპირკეთებელი ფილების მიმართ, რომელთა სიგრძე 240 სანტიმეტრიდან 320 სანტიმეტრამდეა. აღნიშნული ფილის პოპულარობა განაპირობა დიდმა ზომამ, რაც საშუალებას იძლევა შექმნა დახვეწილი და ამავდროულად ელეგანტური დიზაინი და მასალად მარმარილოსა და სხვა ბუნებრივი ქვების ულამაზესი ფაქტურები გამოიყენო. სლებები გამოიყენება ძირითადად, აბაზანის მოსაპირკეთებლად, რაც მის დიზაინს უფრო ეფექტურს და მიმზიდველს ხდის.

„გალერეა დემასი“ მომხმარებლებს სთავაზობს მხოლოდ წამყვანი ევროპული ბრენდების არჩევანს, მაგალითად: FLORIM, EMIL CERAMICA, GARDENIA ORCHIDEA და სხვა. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მუდმივად მზად არის, სასურველი პროდუქტის შერჩევაში დაგეხმაროთ. ამასთან, როგორც აღვნიშნეთ ევროპული პროდუქციის მთავარი უპირატესობა ტრენდულობასთან ერთად, გამძლეობა და პრაქტიკულობაა, რის გამოც მომხმარებელი მასზე აჩერებს არჩევანს. ვფიქრობთ, კონკურენტებთან შედარებით, ჩვენი უპირატესობაც სწორედ ეს არის“, - აღნიშნა დიმიტრი ჭრელაშვილმა.

სლებების მნიშვნელოვანი უპირატესობა დიზაინთან და მასალასთან, იქნება ეს მარმარილო თუ სხვა ბუნებრივი ქვა, ნაკლები გადაბმის ადგილებია. რაც უფრო დიდია ფილა, მით უფრო ნაკლებია გადაბმის ადგილი, რაც ვიზუალურად უფრო დახვეწილია.

„დიდი ზომის ფილების უპირატესობაა დრეკადობაც - სლებები ჩვეულებრივ ფილებთან შედარებით ნაკლები სისქისაა, რაც მის მოქნილობას განსაზღვრავს და საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად სწორი და თანაბარი ზედაპირი მივიღოთ კედელზე გაკვრის ან იატაკზე დაგების დროს. ამასთან მისი სლებები ევრო სტანდარტების ყველა დაწესებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, - განმარტა „გალერეა დემასის“ წარმომადგენელმა.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სლებები აქტიურად გამოიყენება როგორც ტრენდული მოსაპირკეთებელი მასალა და ამავდროულად, გამძლე და უსაფრთხო საშუალება.

„სლებები ყველაზე პოპულარულია აბაზანის მოსაპირკეთებლად, თუმცა უკვე ბევრი მომხმარებელი იყენებს სამზარეულოშიც, დეკორატიულ კედლადაც და ექსტერიერშიც. ვინაიდან ეს არის უნიკალური პროდუქტი, მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება“, - აღნიშნა დიმიტრი ჭრელაშვილმა.

„გალერეა დემასში“ მომხმარებელს დახვდება ევროპული წარმოების სლებების ფართო არჩევანი. შოურუმში წარმოდგენილია ცნობილი ბრენდების - FLORIM, EMIL CERAMICA, GARDENIA ORCHIDEA - მასალებით შექმნილი ესკიზები, რაც მათთვის შეიძლება ინსპირაციის წყაროც გახდეს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ მოსაპირკეთებელი მასალების მისაღებად მომხმარებელს თვეების განმავლობაში ლოდინი არ მოუწევს, რადგან პროდუქცია ადგილზეა წარმოდგენილი.

შოურუმში წარმოდგენილი დიზაინის ესკიზების დასათვალიერებლად დააჭირეთ აქ.

„გალერეა დემასი“ 2000 წელს დაარსდა. თითქმის 22-წლიანი ისტორიის მანძილზე, ჩამოყალიბდა როგორც ხარისხიანი პროდუქციის მიმწოდებელი და სანდო კომპანია. „დემასის“ შოურუმში წარმოდგენილია ევროპის წამყვანი ბრენდების მოსაპირკეთებელი მასალები, ლამინირებული და ხის იატაკი, სამშენებლო ქიმია და სანტექნიკა, რომელიც თანამედროვე ტენდენციებისა და მოთხოვნების მიხედვით მუდმივად ახლდება.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს