აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მოუსმენენ

,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი კომიტეტებში განსახილველად შევიდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ, რიგით მე-7 სხდომაზე მიიღო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, საკითხი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარუდგინა.

მისიგანმარტებით, სტანდარტისცვლილებასთანერთადიზრდება, პროაქტიულადგამოსაქვეყნებელსაკითხთანუსხა.

„ბიურომ ცნობად მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მარინე გვიანიძის მიერ სხდომაზე გამოტანილი აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში. მომხსენებლის განცხადებით, ანგარიშთან დაკავშირებით განხილვის პროცედურები კომიტეტებში დასრულებულია და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები.

უმაღლეს საბჭოში განხილვის პროცედურები იწყება მორიგ პეტიციაზე. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანას მკვიდრის მაგდა ქათამაძის ავტორობით მომზადებული პეტიცია - „აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებში თავისუფალი სივრცეების მოწყობის თაობაზე“ , ბიუროს გადაწყვეტილებით, ჩაეშვა კომიტეტებში, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ამავე სხდომაზე განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 19 მაისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგი. პროექტი, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ამჯერად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მაია ხაჯიშვილის მოსმენას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა