საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია” კონფერენცია გაიმართება

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში, „თეგეტა ჰოლდინგისა“ „ვოლვო ქარ კავკასიის“ მხარდაჭერით გაეროს მაღალი დონის შეხვედრამდე, რომელიც 30 ივნისს - 1 ივლისს, ნიუ იორკში გაიმართება, საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში ხვალ, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” კონფერენციას გამართავს.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვირეულის სლოგანია #იმოქმედე ერთად შევქმნათ #ქუჩებისიცოცხლისთვის, #შეანელე.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე ხელისუფლების, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადის 2021-2030 წლების განმავლობაში საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ ხედვაზე, დაგეგმილ სტრატეგიაზე, არსებულ გამოწვევებზე და მოგვარების გზებზე.

„გაეროს საგზაო უსაფრთხოების 2021-2030 წწ-ის მოქმედების დეკადის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანებულთა და დაღუპულთა რიცხვი 50%-ით შემცირდეს, რისთვისაც ხელისუფლების და საზოგადოების აქტიური მოქმედებაა საჭირო. კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი (ვიდეო მიმართვა), საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, "ვოლვო ქარ კავკასიის" დირექტორი გაგა კოხრეიძე. მიმართვების შემდეგ კონფერენციაზე ნაჩვენები იქნება შარტავას ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად დაზარალებული 8 წლის დათის მეგობრების ვიდეო მიმართვა, ასევე მოეწყობა დათის მეგობრების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხა მოხმარდება მის ჯანმრთელობას“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს