სოფლების კოშკებისა და რიეთის სასმელი წყლის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს

სოფლების კოშკებისა და რიეთის სასმელი წყლის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების კოშკებისა და რიეთის მოსახლეობას მალე სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.

გორის მერიის ინფორმაციით, ორივე სოფელში, სადაც სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ჯამში 200-მდე ოჯახი ცხოვრობს.

„პროექტის მიხედვით, თითოეულ სოფელში შიდაგამანაწილებელი ქსელი მოეწყობა, ინდივიდუალური მრიცხველები, საქლორატოროები, ახალი ჭაბურღილები და რეზერვუარები დამონტაჟდება.

აღნიშნულ სოფლებში მოქმედი ამორტიზებული სისტემა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის გამართულ მიწოდებას ვეღარ უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, დებეტიც შემცირებული იყო და მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.