საქართველოში საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში ხვალ კონფერენცია გაიმართება

სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია”, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში, „თეგეტა ჰოლდინგისა“ „ვოლვო ქარ კავკასიის“ მხარდაჭერით გაეროს მაღალი დონის შეხვედრამდე , (რომელიც 30 ივნისს-1 ივლისს, ნიუ იორკში გაიმართება) საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში კონფერენციას გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია 18 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.

კვირეულის სლოგანია - #იმოქმედე ერთად შევქმნათ #ქუჩებისიცოცხლისთვის, #შეანელე.

ამავე ინფორმაციით, კონფერენციაზე ხელისუფლების, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადის 2021-2030 წწ-ის განმავლობაში საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ ხედვაზე, დაგეგმილ სტრატეგიაზე, არსებულ გამოწვევებზე და მოგვარების გზებზე.

„გაეროს საგზაო უსაფრთხოების 2021-2030 წწ-ის მოქმედების დეკადის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანებულთა და დაღუპულთა რიცხვი 50%-ით შემცირდეს, რისთვისაც ხელისუფლების და საზოგადოების აქტიური მოქმედებაა საჭირო.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი (ვიდეო მიმართვა), საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი გაგა კოხრეიძე.

მიმართვების შემდეგ კონფერენციაზე ნაჩვენები იქნება შარტავას ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად დაზარალებული 8 წლის დათის მეგობრების ვიდეო მიმართვა, ასევე მოეწყობა დათის მეგობრების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხა მოხმარდება მის ჯანმრთელობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” აქვეყნებს სტატისტკას, რომლის თანახმადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 2021 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში დაშავდა 7705 და დაიღუპა 449 ადამიანი, რაც წინა წლის დაშავებულთა ოდენობასთან 17%-ით მეტია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს