ანონსი 18 მაისი

18 მაისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ლარი მყარდება - რა ფაქტორები ახდენს გავლენას ვალუტის კურსზე, როდემდე შეიძლება, გაგრძელდეს პროცესი და როგორია პროგნოზი ზაფხულის სეზონისთვის.

როგორ აისახება ლარის გამყარება ინფლაციურ პროცესებზე - მოსალოდნელია, თუ არა ფასების კლება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

18 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

18 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო: ლანა ქარდავა - 577 158 572

18 მაისს, 12:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით სასტუმრო „სტამბაში“ Techworking Georgia - ღონისძიება გაიმართება.

მის: კოსტავას ქ. 14

საკონტაქტო: ელენე ლომსაძე - 551 96 32 34

18 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და გაეროს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში, „თეგეტა ჰოლდინგისა“ „ვოლვო ქარ კავკასიის“ მხარდაჭერით საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში კონფერენციას გამართავს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი (ვიდეო მიმართვა), პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გაგა კოხრეიძე.

18 მაისს, 13:00 საათზე, „ღია საზოგადოების ფონდში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ქვეშ მყოფი მოქალაქეები პრესკონფერენციას გამართავენ და გაჭიანურებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ. განცხადებას გაავრცელებენ თვალთვალს დაქვემდებარებული პირების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები: „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის", „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

მის: თამარ ჭოველიძის 4ა

საკონტაქტო: ანა ტოკლიკიშვილი - 595 22 19 99

18 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

18 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

18 მაისს, 14:30 საათზე, თბილისში ავსტრიის საელჩოს ახალი ოფისი გაიხსნება.

მის: ჭოველიძის ქ.4

18 მაისს, 15:30 საათზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

მის: საქართველოს პარლამენტი, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი, (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

18 მაისს, 15:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

18 მაისს, 16:00 საათზე, ამერიკის სოლიდარობის ცენტრისა და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შეხვედრა-დისკუსია გაიმართება.

თემა: „შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება დისტრიბუციის სექტორში“.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირების გაერთიანებისა და საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის წარმომადგენლები.

მის: თელავის ქ.# 20

18 მაისს, 16:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, თამბაქოს კონტროლის კანონის მიღებიდან საიუბილეო, ხუთი წლის შესრულებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება,რომელშიც მონაწილეობენ: ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და სხვები.

საკონტაქტო: 551 15 07 73

18 მაისს, 17:00 საათზე, „ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სასტუმრო „რუმსში“ ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ხოლო შემდეგ დაგეგმილია პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, „კავკასიის მეცნიერებისა და ინჟინირების“ ოპერაციული ოფიცერი ზურაბ მენაბდე.

მის: მერაბ კოსტავას ქ.14

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა