ბათუმში ლოზუნგით - "სოლიდარობა მთავარ არხს" აქცია მიმდინარეობს

“სოლიდარობა მთავარ არხს” , ”ვიბრძოლებთ ბოლომდე”, - ამ ლოზუნგებით ბათუმში 6 მაისის პარკში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, ოპოზიციის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლება რუსულ ინტერესებს ატარებს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხების ხელმძღვანელებს იჭერს.

აქციის მონაწილეების თქმით, ფაქტზე საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ რეაგირება უნდა ჰქონდეს.

მათივე თქმით, პროტესტის ნიშნად 6 მაისი პარკიდან აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ.

“საერთაშორისო ორგანიზაციებიც აფასებენ, რომ გაუარესდა მედიის თავისუფლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, გვახსოვს წინა ხელისუფლების დროსაც მედიის წინააღმდეგ არაერთი არასწორი გადაწყვეტილება, დევნა, ზეწოლა და მაშინაც კი ასეთი ცალსახად პოლიტიკური სარჩული, რომ ჰქონოდა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას, - მე არ მახსენდება. ნიკა გვარამიას დაკავებით ერთი კონკრეტული მედია მენეჯერი კი არ დააპატიმრა ხელისუფლებამ არამედ მთელ დამოუკიდებელ კრიტიკულად განწყობილ მედიას გამოგვიგზავნა მესიჯი, რომ ვიყოთ წყნარად და ხმა არ ამოვიღოთ. ჩვენ არა გვაქვს ამის უფლება, ჩვენ თუ გავჩუმდებით ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის დასავლურ კურსს, ერთ დღეს დავიძინებთ დამოუკიდებელ საქართველოში და გავიღვიძებ რუსეთის უკანა ეზოში”, - აცხადებს "ფაქტ-ჩეკის" უფროსი, ანალიტიკოსი ნაზი რეხვიაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა