გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ნელ-ნელა გადავდივართ ტოტალიტარიზმში, სახელმწიფოში, რომელშიც ყველა უნდა გავხდეთ ერთნაირი - მივყავართ უკან „საქართველოს სსრ“-ში

ჩვენ ძალიან სწრაფად, ხელის მუხრუჭის ამოწევით შემოგვატრიალეს და მივყავართ უკან, „საქართველოს სსრ“-ში , - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში წლების განმავლობაში მეთოდურად შენდებოდა და შენდება ავტორიტარიზმი.

„საქართველომ ავტორიტარიზმი და ავტორიტარული სახელმწიფო ბოლომდე ჩამოაყალიბა. ვისაც უნდა, თავის თავს მოაჩვენოს, რომ ეს არ არის ავტორიტარული სახელმწიფო, უბრალოდ, განათლება არ ჰყოფნის ავტორიტარიზმის ნაწილში ან თავის მოჩვენება უნდა. დღეს ხელისუფლების ყველა შტო ერთი ცენტრიდან კონტროლდება და ნურავინ მეტყვის, ეს იმიტომაა, რომ არაჩვეულებრივია „ქართული ოცნება“, ან ასეთი ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“ და ხალხი მის წინააღმდეგ ხმას აძლევს, არა! ეს არის იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მეთოდურად შენდებოდა და შენდება ავტორიტარიზმი. ყველა რესურსის გამოყენებით. ფინანსური და სახელმწიფო რესურსების გამოყენებით მეთოდურად შენდებოდა და შენდება ავტორიტარიზმი.

ასეთია ავტორიტარიზმის ლოგიკა. ჩვენ ნელ-ნელა გადავდივართ ტოტალიტარიზმში ანუ სახელმწიფოში, რომელშიც ყველა უნდა გავხდეთ ერთნაირი - ყველას ერთნაირად უნდა გვიყვარდეს ბიძინა ივანიშვილი, ყველას ერთნაირად უნდა გვეზიზღებოდეს მიხეილ სააკაშვილი, ყველა ერთნაირად გუნდრუკს უნდა უკმევდეთ „ქართულ ოცნებას“, მადლობას უნდა ვეუბნებოდეთ, ეს არის ჩვენი მომავალი თუ ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ.

როდესაც იჭერენ ჟურნალისტებს და ოპოზიციურ არხებს კეტავენ და მეთოდურად ახრჩობენ განსხვავებულ სიტყვას, ვერასდროს ამ სისტემაში ოპოზიცია რომელიმე პატარა ერთეულსაც კი ვერ გააკონტროლებს. აქ უკვე რაიმეს ახსნა სხვანაირად, გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად, ხელის მუხრუჭის ამოწევით შემოგვატრიალეს და მივყავართ უკან, საქართველოს სსრ-ში, არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში