ანტონიო გუტერეში - უკრაინის ომმა გლობალური სასურსათო კრიზისი გააღვივა, რომელიც, შეიძლება, წლების განმავლობაში გაგრძელდეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომმა ხელი შეუწყო გლობალური სასურსათო კრიზისის გაღვივებას, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თუ ომი არ შეჩერდება.

ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესახებ გაერო-ს შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომ ომის შედეგად გამოწვეული მარცვლეულისა და სასუქის დეფიციტის, ტემპერატურის დათბობისა და პანდემიით გამოწვეული მიწოდების პრობლემების გამო, „ათობით მილიონ ადამიანს სასურსათო დაუცველობა ემუქრება“.

მისი თქმით, ის, რაც შეიძლება არსებულ სიტუაციას მოჰყვეს, ”არასრულფასოვანი კვება და მასობრივი შიმშილია და კრიზისი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს”.

„მოდით, გარკვევით ვთქვათ: არ არსებობს სასურსათო კრიზისის ეფექტური გადაწყვეტა უკრაინის სურსათის წარმოების რეინტეგრაციის გარეშე; რუსეთმა უნდა დაუშვას უკრაინის პორტებში შენახული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტი,“- აღნიშნა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სურსათის ექსპორტის ნორმალურ დონეზე აღდგენის მიზნით ის ინტენსიურ კონტაქტში იმყოფება რუსეთთან და უკრაინასთან, ასევე აშშ-სა და ევროკავშირთან.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა