დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“

ახალ სეზონს „დრესაპ ჯგუფი“ კიდევ ერთი ახალი ბრენდით ხვდება. „სავალი“ - ეს არის საქართველოში წარმოებული ფეხსაცმლის ხაზი, რომელიც ჯგუფის საწარმოში დამზადდა. ბრენდი შექმნილია ყველასთვის, ვისაც გემოვნებიანად ჩაცმა უყვარს და გვთავაზობს ყოველდღიურ მოდელებს, რომელიც თანამედროვე სტილითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ ეტაპზე „სავალი“ წარმოდგენილია ქალის ფეხსაცმლის კოლექციებით, თუმცა სამომავლოდ კაცის ხაზის დამატებაც არის გეგმაში.

„დრესაპ ჯგუფმა“ საწარმო 2021 წელს გახსნა და პირველი მისი პროდუქტი ATRIO X RUSO DANELIA დღესაც დიდი მოთხოვნით სარგებლობს. „სავალი“ ამ საწარმოს ფარგლებში რიგით მეორე პროექტია, რომელიც წლის დასაწყისში ჩაეშვა და დღეს უკვე სრული კოლექციებით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში, მაღაზიებში FACTORY და ონლაინ მაღაზიაში www.dressup.ge . ონლაინ შეძენის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდება უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით.

ალექსანდრე სამხარაძე - კომპანიის გენერალური დირექტორი:

”სავალი“ - ჩვენთვის განსაკუთრებულია რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე . პირველი, ქართული ბრენდია, რომელიც საქართველოშივე იწარმოება; მეორე, თუ ჩვენი პირველი პროექტი, atrio x ruso დანელია, პრემიუმ ხაზს ეკუთვნოდა, “სავალი” უფრო დემოკრატიულია, მისი სტილიც შედარებით ყოველდღიური ; მესამე, „სავალის“ წარმატება უშუალოდ საწარმოს გახსნის იდეის წარმატებულობის განმსაზღვრელიცაა. საწარმოს გახსნა, მითუმეტეს იმ ვითარებაში, რაშიც ზოგადად მსოფლიო და მათ შორის ჩვენც ვიმყოფებით ბოლო წლებია, ბუნებრივია საკმაო რისკებთან იყო დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ გახსნიდან ჯერ ერთი წელიც არაა გასული და სახეზე გვაქვს ორი შემდგარი პროექტი, ორი სხვადასხვა სტილისა თუ ხასიათის ბრენდი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ საწარმოს პროექტმაც გაამართლა.

აქვე მინდა აღვნიშნო, როგორც საწარმოს გახსნის, ასევე ზემოთ ხსენებული ორივე პროექტის განხორციელების მთავარი მამოტივირებელია ქართული წარმოების განვითარება. ჩვენი მიზანია, ბაზარზე არსებობდეს რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი, გემოვნებიანი პროდუქტი, რომელსაც „დამზადებულია საქართველოში“ აწერია. იმედი გვაქვს, რომ დღეს ამ კუთხით გადადგმული პატარა ნაბიჯები სამომავლოდ დიდ შედეგებს მოიტანს, რაც სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემი და წამახალისებელი იქნება.

გვაქვს განწყობა და ამბიცია, რომ შევინარჩუნოთ ეს მზარდი, დადებითი ტენდენცია და სამომავლოდ, იმ საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, რომლების ოფიციალური პარტნიორიც არის „დრესაპ ჯგუფი“, უკვე ქართულმა, ადგილობრივი წარმოების ბრენდებმაც დაიმკვიდრონ და გაიმყარონ პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ "დრესაპ ჯგუფი" 1994 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და არის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მრავალი მსოფლიო ბრენდის პარტნიორი, მათ შორის: Guess, Lacoste, Gant, Etam,Tommy Jeans, Levis, Lee Wrangler, Jack & Jones, Vans, Converse და სხვა...

(R)

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია