გომი-საჩხერეს მონაკვეთზე 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ­შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის პირველი, 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და გაივლის სოფლებს: გომი, ვაყა და ნაწილობრივ ალი. აღნიშნული გზა შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონს ერთმანეთთან აკავშირებს.

„მიმდინარე სამუშაოები გზის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. მიწის სამუშაოები განხორციელდა, საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები ეწყობა. ასევე, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები განხორციელდება. ამ ეტაპზე, გზის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 8.4 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა