იაგო ხვიჩია - თუ სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" მთავარსარდალია, გენერალი ნიკა გვარამიაა, პარტიული ომი ვიდრე არ დამთავრდება, მთავარსარდალს და გენერალს არავინ გამოუშვებს

თუ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მთავარსარდალია, გენერალი ნიკა გვარამიაა, (პარტიული) ომი ვიდრე არ დამთავრდება, მთავარსარდალს და გენერალს არავინ გამოუშვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად "ნაციონალური მოძრაობის " დაშლაა საჭირო.

"ხალხი ამბობს აქციებით გავათავისუფლებთო, მაგრამ მე ასეთი ბრძოლა არ მინახავს, ტყვეებს რომ ასე ათავისუფლებდნენ,"- აღნიშნავს ხვიჩია.

ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტის ბოიკოტის თემასაც და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია დატოვოს პარლამენტი თუ ასე მიაჩნია სწორად, თავად კი შედეგს დააკვირდება.

"ჩემი აზრით, კარგი იქნება "ნაცმოძრაობამ" ჯერ თვითონ დატოვოს საპარლამენტო ცხოვრება, შემდეგ დავაკვირდებით, ეს გზა წარმატებულია თუ არა, თუ წარმატებულია - მივბაძავთ, თუ დავინახეთ, რომ გამარჯვების გზაა, მაგრამ თუ არ არის გამარჯვების გზა და პირიქით ხრამია, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, ხრამში ხომ არ გადავყვებით, ვიღაც თავით რომ ეშვებოდეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არასწორი იყო, ვაფრთხილებდით კოლეგებს, მაგრამ რომ არ გვიჯერებდნენ, მერე არ ვთვლიდით თავს ვალდებულად ხრამში ჩავყოლოდით. მე არ ვთვლი, რომ ახლა "ნაცმოძრაობა" მე მთხოვს რამეს. კარგი იქნება ჩვენს და "ნაცმოძრაობის" ქმედებებს დააკვირდეთ, არ მგონია, იქ რაიმე საერთო ნახოთ, არ ვართ ჩვენ "ნაცები", არც "ქოცები" ვართ, ორივეს გვაბრალებენ, "გირჩები" ვართ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო