გიგა ოთხოზორიას დედის განცხადებით, მისი შვილის მკვლელის დაკავების საკითხი ამ დრომდე გადაუჭრელია

გიგა ოთხოზორიას დედის ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, ამ დრომდე გადაუჭრელია მისი შვილის მკვლელის დაკავების საკითხი.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი შესრულდა. მის საფლავზე დღეს ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.

„ექვსი წლის თავზეც იგივეს ვამბობ, რასაც პირველ დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ გასამართლებულია ჩემი შვილის მკვლელი, მისი დაკავების ამბავი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ამ ექვსი წლის მანძილზე მიწევს ერთი და იგივეს თქმა, ამიტომ ერთს ვისურვებდი მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მშვიდობა მსოფლიოს, მშვიდობა უკრაინელ, ვაჟკაც ხალხს და გვეთქვას ჩვენ ყველას, ბიჭები ტყუილად არ წირავენ თავიანთ სიცოცხლეს. უფლის ნებით, ალბათ, ყველაფერი გადაიჭრება. რამდენად გადაიჭრება ჩემი შვილის მკვლელის ამბავი არ ვიცი, მაგრამ მე მინდა, რომ უკვალოდ არ ჩაიაროს მისმა სიკვდილმა. იმიტომ, რომ ჩემს შვილს თავისი ქვეყანა უყვარდა, ყოველთვის ფიქრობდა, რომ აფხაზეთში დაბრუნდებოდა და თავის შვილებს იქ გაზრდიდა. ის ამას ვერ მოესწრო",- განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გიგა ოთხოზორიას საფლაოზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იმყოფებოდა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი, 30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოკლეს. საქართველოს პროკურატურამ, ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე, დამნაშავედ ცნო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი რაშიდ კანჯი-ოღლი. სასამართლომ მას 2017 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. ის ამ დრომდე არ არის დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა