BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსში სტარტაპმა KIKLIKO-მ გაიმარჯვა, რომელიც 7 სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ შეარჩია.

გამარჯვებულთან ერთად სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდნენ კომისიის წევრთა რჩეულები: სტარტაპმა „სტუმრობა“ Shark Tank Georgia-ს წარმომადგენლის ქეთი ქვარცხავასგან 2,000 ლარი მიიღო; სტარტაპი Wampler-ი Axel-მა საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის დახურულ ფიჩინგ დღეზე მიიწვია Pre-seed smart money-ის მოზიდვის მიზნით, ხოლო სტარტაპ Tech up-ს სტარტაპმა „საქართველომ“ 6,000 დოლარის ციფრული სერვისები გადასცა.

გამარჯვებული პროექტი KIKLIKO გულისხმობს ხმოვან გიფებს, რომელთა გამოყენება სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

„დიდი ხანია, რაც სტარტაპის იდეაზე ვმუშაობთ, ვართ საკმაოდ გამოცდილი გუნდი და გვჯერა, რომ ამ პროექტს დიდი შესაძლებლობები აქვს. ვინაიდან ვარ BTU-ს სტუდენტი, მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო კონკურსში, რაც საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო. მადლობა BTU-სა და ჟიურის ყველა წევრს, რომ სტარტაპ ინდუსტრიის განვითარებასა და სტუდენტებზე ზრუნავენ და რომ მსგავს შესაძლებლობებს ქმნიან,“ - აღნიშნა სტარტაპ KIKLIKO-ს წარმომადგენელმა სალომე მერებაშვილმა.

სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის მნიშვნელობა და დემო დღეზე წარმოდგენილი იდეები შეაფასა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელმა თაკო ჯაფარიძემ:

„ვუმასპინძლეთ სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის დემო დღეს, რომელიც ყოველწლიურად იმართება, თუმცა წელს შემოვიტანეთ დაფინანსების კომპონენტი, რაც მათ სტარტაპის განვითარებაში დაეხმარება. ღონისძიების შემდეგ სტუდენტებს საშუალება აქვთ, მეწარმეობის ცენტრში გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და ჩვენ ინვესტორებთან კომუნიკაციაში კიდევ უფრო დავეხმარებით,“ - აღნიშნა თაკო ჯაფარიძემ.

სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის კომისია დაკომპლექტებული იყო ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებით, როგორიცაა: MIT - Anna Eckhoff; GITA - მარიამ შარანგია; Globalize - სალომე კუკავა; Shark Tank Georgia - ქეთი ქვარცხავა Startup Georgia - ლაშა გორგოშიძე; TBC - ანკა თოთიბაძე და Startup Buro - გური ქოიავა.

ღონისძიება გაიმართა Techworking Georgia-ს ფარგლებში, რომელმაც გააერთიანა სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსი, Pitch Yourself - სტუდენტების Showcase და Angel ინვესტორებთან Networking სესია, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი Rakuten Viber–ის წარმომადგენლის, დორინგ ჰოფტის, გამოსვლა თემაზე “Tech Landscape of Georgia“.

სტუდენტების Showcase-მა Pitch Yourself გააერთიანა საერთაშორისო IT კომპანიებსა და ამ სფეროში მომუშავე BTU-ს სტუდენტები, რომელთაც საკუთარი პორტფოლიოსა და სამუშაოს მოძიების შესაძლებლობა მისცა.

სტანდარტული გასაუბრების ნაცვლად, ღონისძიებამ მონაწილეს შესაძლებლობა მისცა, დემონსტრირება დემონსტრირება გაეკეთებინა საკუთარ ცოდნისა და უნარებისთვის ტექნოლოგიებში და/ან დასაქმებულიყო ვაკანტურ პოზიციაზე. Pitch შესაძლოა მოიცავდეს: Web/Mobile/Android აპლიკაციას, Web/Mobile/Android დიზაინს, UI/UX დიზაინ პროექტს, ალგორითმს/კოდს, შექმნილს ნებისმიერი პროგრამული ენის გამოყენებით, ღია წყაროების ანალიზს და სხვას - ყველაფერს, რაც დღეს ტექნოლოგიების სფეროში, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადია.

(R)

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია