გორის მერია - „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარეობს პროექტი - „ქალთა დასაქმება სწავლების გზით“

„განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი - „ქალთა დასაქმება სწავლების გზით“, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი განკუთვნილია სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ქალების, ასევე, დასაქმებისა და ახალი პროფესიული უნარების შეძენის მსურველი 30 ბენეფიციარი ქალისთვის, რომლებიც 5 თვის განმავლობაში ჭრა-კერვა-მოდელირების პრაქტიკულ კურსს გაივლიან.

„პროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე, ტრენინგებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების, ბიზნესპროექტების წერისა და ფონდების მოძიების თემატიკაზე, რაც საშუალებას მისცემს ბენეფიციარებს დასაქმდნენ სამკერვალო საწარმოებში ან თავად წამოიწყონ მცირე ბიზნესი.

პროექტის განმხორციელებელი ორგანიზაციაა „ნაბიჯი განვითარებისათვის“, რომელიც ბენეფიციარებს სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სამკერვალო საწარმო „ლიდერში“ დაასაქმებს.

პროექტი „ქალთა დასაქმება სწავლების გზით“ დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით“, რომლის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ტრენინგების, სემინარების თუ სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების გზით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა