ლენტეხის მერიის ინფორმაციით, ლენტეხში, სოფელ ჟახუნდერში, ჯატიშერის უბანში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ლენტეხის მერიის ინფორმაციით, ლენტეხში, სოფელ ჟახუნდერში, ჯატიშერის უბანში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლენტეხში, სოფელ ჟახუნდერში, ჯატიშერის უბანში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ლევან ლიპარტელიანთან ერთად დაათვალიერა.

„პროექტის ფარგლებში 150 მეტრი ბეტონის გზისა და 60 მ. სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები, ასევე, ზედა ლექსურაში, სასაფლაოს მიმართულებით გზის ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება. მისი ჯამური ღირებულება 108 888 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ტორნადო“ ასრულებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.