ირაკლი ზარქუა - „რუსთავი 2“- ის თემაზე ქალბატონები ვიოლა და ფოტიგა, ასევე კუბილიუსი ერთ ხმაში ამბობდნენ, რომ ეს დემოკრატიის დასასრულია, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კი ხმა არ ამოუღიათ

„რუსთავი 2“- ის თემაზე ქალბატონები ვიოლა და ფოტიგა, ასევე კუბილიუსი - ეს „ტრიო", ერთ ხმაში ამბობდა, რომ ეს არის დემოკრატიის დასასრული, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ხმა არ ამოუღიათ - ახლაც, როცა სამადაშვილს და კანდელაკს შეხვდები და ამას გაახმოვანებ, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდები, - ასე ეხმიანება ნიკა გვარამიას დაკავების საკითხზე ევროპარლამენტარების კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

მისი თქმით, აღქმების საფუძველზე საუბარი არასწორია.

„ვიოლა ფონ კრამონმა სწორად შეაფასა, ძალიან მესიამოვნა, რომ თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო, „რეჟიმი"- ეს სიტყვა გამოიყენა მკაფიოდ, ცხადად და სწორია, დანარჩენ ნაწილში, რაც მან ილაპარაკა, თქვა, რომ ეს ისევ და ისევ აღქმებს უკავშირდება. ზუსტად ანალოგიურად, „რუსთავი 2“- ის თემაზე, 2017 წელს, ქალბატონები ვიოლა და ფოტიგა, ასევე კუბილიუსი - არ უნდა გამოგვრჩეს, ეს „ტრიო“ და კიდევ რამდენიმე, სულ 10- მდე არიან თუ არ ვცდები, ყველა ერთ ხმაში ამბობდა, რომ ეს არის დემოკრატიის დასასრული საქართველოში, დიქტატურა და შემდეგ როცა სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით საქართველოში ყველა სასამართლოზე დაცული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხმა არ ამოუღიათ, ერთმა მგონი თქვა, რომ მაშინ ასეთი აღქმა ჰქონდათ და ახლაც, როცა ქალბატონი ვიოლა შეხვდება სალომე სამადაშვილს, კიდევ კანდელაკს და ამის შემდეგ გამოხვალ და ამას გაახმოვანებ, აღმოჩნდები ბუნებრივია, ისევ უხერხულ სიტუაციაში. 2012 წლის შემდეგ, რაც დემოკრატია დამყარდა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ლიდერობით და ქართული საზოგადოების ერთიანობით, ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, უვიზო მიმოვლა და შევძელით ის, რომ ნატო- თან კიდევ უფრო ახლოს ვართ, ახლა ვიღაცას თუ აღქმის საფუძველზე უჩნდება ასეთი კითხვა, მათი პრობლემაა. იყვნენ საქართველოს ინტერესების დამცველი და არა „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები“, - განაცხადა ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა