ბოლნისის ისტორიულ ნაწილში მდებარე რეაბილიტირებულ ძველ გერმანულ შენობაში, ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ქალაქ ბოლნისის ისტორიულ ნაწილში მდებარე რეაბილიტირებულ ძველ გერმანულ შენობაში, ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შენობა ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით რეაბილიტირდა, სადაც სივრცე დაეთმო ბოლნისის ,,კულტურის ცენტრს“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირს“ და ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენლობას, რომელიც უქმე დღეებში ბავშვებისათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას გამართავს.

„ცენტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ასევე საქართველოს პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ყოფილი სომხური სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 356 000 ლარი დახარჯა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა