რომან შტრასეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს 2022 წლის 14 მაისის გაწყვეტილებით რომან შტრასეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საპატიო დოქტორს ჯილდო უნივერსიტეტის რექტორმა დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანმა გადასცა. როგორც მან აღნიშნა, რომან შტრასე უნივერსიტეტის დიდი ხნის მეგობარია და მასთან IBSU-ს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. „უნივერსიტეტის მმართველი საბჭოსთვის დიდი პატივია ბატონ შტრასეს მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება“, - განაცხადა რექტორმა.

„დაჯილდოვების შემდეგ რომან შტრასემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის მმართველ საბჭოს სასიამოვნო სიურპრიზისთვის და განაცხადა, რომ აქტიური თანამშრომლობა IBSU-სთან მომავალშიც გაგრძელდება. სტუმარმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე. რომან შტრასემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უნივერსიტეტის სტუდენტები, შესაძლებლობების ფარგლებში, თავიანთ წვლილს შეიტანენ.

რომან შტრასე საქართველოსა და მისი ევროპული მომავლის ხანგრძლივი მეგობარი და მხარდამჭერია, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრების ჯგუფის ჩამოყალიბებაში 2017 წლის ოქტომბერში და მისი პირველი გენერალური მდივანი გახდა. იგი 40 წელზე მეტია ევროპულ პოლიტიკაში მოღვაწეობს და შთამბეჭდავი კარიერა აქვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს