ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა და სამი დაშავდა. შემთხვევა „მწვანე მონასტრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა. ახალგაზრდები ე.წ. ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

























