რუხს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ექნება

რუხს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში, ახალი, 100 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 4 მილიონამდე ლარია.

რუხის საბავშვო ბაღს აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ ფართში მიმდინარეობს.

რუხის გარდა ახალი საბავშვო ბაღები ჭითაწყარში, დარჩელსა და შამგონაში აშენდება.