ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნეულში „გადაჭრილი გორა“ დაათვალიერეს

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მარნეულში, იმირში „გადაჭრილი გორა“ დაათვალიერეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ ძეგლის არსებულ მდგომარეობას და შეხვდნენ ტორონტოს უნივერსიტეტის ექსპედიციას.
აღსანიშნავია, რომ იმირში „გადაჭრილი გორა“ მუნიციპალიტეტმა კულტურის სამინისტროს გადასცა, რათა ძეგლის მოვლა/პატრონობა და ტურისტული ადგილის განვითარება მოხდეს.
„მარნეულში იმირში „გადაჭრილ გორაზე“ 2015 წლიდან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ღვინის ჭურჭელი.
კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოაშინაურა ველური ვაზი და ღვინო დაწურა. ეს ჩვენს ქვეყანას და კონკრეტულად მარნეულს მსოფლიო დონის მნიშვნელოვან კულტურულ და ტურისტულად მიმზიდველს ხდის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























