გორის მერიის დაფინანსებით ახალგაზრდებისთვის  პროექტი - „ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისთვის“ განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი პროექტი „ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისთვის“ განხორციელდება.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თანასწორგანმანათლებელთა შესარჩევი კონკურსი ცხადდება 16-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისა და 18-დან 24 წლამდე სტუდენტებისთვის, რომლებიც ტრენერულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ და ცხოვრების ჯანსაღი წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით მიღებულ ცოდნას თანატოლებს გაუზიარებენ.

„პროექტის მონაწილეები გაივლიან UNESCO-ს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ თემატურ სესიებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ასევე TOT მეთოდოლოგიურ ტრენინგს თანასწორგანმანათლებლებისთვის.

პროექტის საბოლოო ეტაპზე სულ შეირჩევა 12 თანასწორგანმანათლებელი, რომლებიც ჩაატარებენ სასწავლო-საინფორმაციო სესიებს გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში.

პროექტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს განაცხადის შევსება შეუძლიათ ბმულზე: https://bit.ly/3NiDQ8k. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივნისი.

პროექტს ახორციელებს ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა