კახეთში მე-17 საერთაშორისო "სააღდგომო ფესტივალი" ჩატარდა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მე-17 საერთაშორისო ,,სააღდგომო ფესტივალს" უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, პარლამენტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, რეგიონის თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ფესტივალის დასკვნით საღამოში მონაწილეობდნენ სიმებიანი ტრიო საფრანგეთიდან - თეონა ხარაძე, არჩილ ხარაძე, ილია ხარაძე და პიანისტი სალომე მოდებაძე.

,,სააღდგომო ფესტივალი" ტრადიციულ ხასიათს ატარებს და თელავში უკვე მეხუთედ ჩატარდა. ფესტივალის დამფუძნებელია მანანა ხვედელიძე.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ირაკლი შიოშვილს ფესტივალის დამფუძნებლისგან სააღდგომო ფესტივალის ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის საელჩო, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერია“,- ნათქვამია ინფრომაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია