ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალს ყირიმ-კონგოს დაავადება დაუდასტურდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შუახნის ქალს ყირიმ-კონგოს ვირუსული დაავადება დაუდასტურდა. სოფელ ალში მცხოვრებმა ქალმა ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოს მაღალი ცხელებით მიმართა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და ჩატარებული ანალიზები ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე ეჭვის საფუძველს იძლეოდა, რის გამოც პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

,,კლინიკაში შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი ცხელება, ასევე, ჩატარებული ანალიზები და დაფიქსირებული ცვლილებები იძლეოდა ეჭვის საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას, მით უფრო, რომ მას შეხება ჰქონდა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან, აღნიშნული დაავადება კი სწორედ ცხოველის ტკიპის მეშვეობით ვრცელდება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დავუკავშირდით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს და პაციენტის გადაყვანა მოხდა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც დაუდასტურდა ყირიმ-კონგოს ცხელება. მსგავსი კლინიკური ნიშნებით მომართვის მეტი შემთხვევა ამ დრომდე არ გვქონია“, - განაცხადა ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ინგა მაისურაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე