ირაკლი ღარიბაშვილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიას ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიას ესტუმრა.

მთავრობის მეთაურს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა.

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია ერთ-ერთი უძველესი სასულიერო სასწავლებელია საქართველოში. ამჟამად გიმნაზიაში 720 მოსწავლე სწავლობს.

სასწავლებლის შენობა მოიცავს 33 საკლასო ოთახს, კომპიუტერულ კლასს, ლაბორატორიას, სახელოსნოს.

მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ბიბლიოთეკით, რომელიც უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით და პერიოდული გამოცემებით; მოსწავლეთა განკარგულებაშია კომპიუტერული კლასი, კეთილმოწყობილი სააქტო დარბაზი. გიმნაზიაში სწავლის მსურველთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, აშენდა მეორე სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი.

გორის სასულიერო სასწავლებელი 1817 წელს დაარსდა. სასწავლებელში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს