ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის დამშრობ მასივს აწესრიგებს.

„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, სოფელ ჩოჩხათის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 6 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის საპროექტო პარამეტრები აღდგება და არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება. შედეგად, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.

დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.