ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოსახლეობა მშენებარე კორპუსის დემონტაჟს ითხოვს

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის დემონტაჟის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ საცხოვრებელ კორპუსთან კომპანია “ორბი” კორპუსს აშენებს, რაც უკანონოა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ადგილზე ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახური იყო მისული და მოქალაქეებს განუცხადეს, რომ მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა ადგილობრივები მის დემონტაჟს ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სამართლებრივ აღნიშნულ საქმეზე დავას იწყებენ.

“ირღვევა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, ფაქტობრივად შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები დავზარალდით. აქ არიან სამართალდამცავები, თუმცა რეაგირება არ აქვთ, ქალაქის ცენტრში უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენ გამოვიყენებთ, ყველა ბერკეტს, რათა კონსტიტუციური უფლებები რეალიზებული იყოს. მოქალაქეების ინტერესები არის დარღვეული. ვითხოვთ, სიმახინჯის დემონტაჟს. ოთხი კორპუსი დაიფარება, ბეტონის კედლები გვექნება ფანჯრებთან, რასაც არ დავუშვებთ. არ ვაპირებთ დანებებას. აქ ცხოვრება შეუძლებელია, მსგავსმა უსახურმა მშენებლობებმა ბათუმი დაამახინჯა”, - აცხადებენ შეკრებილები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო